среда, 4 апреля 2012 г.

ყველაზე საინტერესო ქალაქები იტალიაში: TOP-10.


თუ საბერძნეთი ცნობილია თავისი უნიკალური კუნძულებით, იტალია ცნობილია თავისი უნიკალური ქალაქებით. აპენინების ნახევარკუნძულზე მდებარეობს ბევრი  ლამაზი და საინტერესო ქალაქი ყველანაირი თვალსაზრისით: იქნება ეს კულტურა, ისტორია, არქიტექტურა და ა.შ. ყველაზე კარგი საშუალება იტალიის ქალაქების მოსანახულებლად არის მატარებელით მგზავრობა, რადგან იტალიური სარკინიგზო სისტემა ძალიან მოსახერხებელი და იაფია. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ რეიტინგზე:

№10 გენუა
მდებარე ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ულამაზესი ქალაქი უძველესი დროიდან იყო მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. რადგანაც ქალაქში მაღალ დონეზე იყო განვითარებული ვაჭრობა, გენუა არასდროს განიცდიდა უფულობას, მთავრობა კი ყოველთვის ზრუნავდა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. დღეს-დღეობით გენუა ისევ აღმავალ დგაზე დაადგა. 2004 წელს გენუა არჩეულ იქნა ევროპის კულტურულ დედაქალაქად.

№9 პერუჯა
პერუჯა არის უმბრიის რეგიონის დედაქალაქი. მისი ისტორია მდიდარი და კოსმოპოლიტურია. ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქის დროს მისი სამხატვრო სკოლა მთელს მსოფლიოში იყო ცნობილი. ამ სკოლის აღზრდილი ყველაზე ცნობილი მხატვარია რაფაელ სანტი. დღეს პერუჯა ცნობილია თავისი უმაღლესი სასწავლებლით - პერუჯის უნივერსიტეტით, რომელშიც მხოლოდ უცხოელები სწავლობენ.


№8 ბოლონია
ბოლონია - ემილია-რომანიის ადმინისტრაციული ცენტრი. ბოლონიის უნივერსიტეტი მსოფლიოში ყველაზე ძველი უმაღლესი სასწავლებელია. ის დაარსებულია 1088 წელს. დღეს ის შედის "მსოფლიოს 20 საუკეთესო უნივერსიტეტი"-ს რეიტინგის სიაში.


4 წელი ტურინი იტალიის დედაქალაქი იყო.

№7 ტურინი
ტურინი - პიემონტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1861-1865 წლებში ტურინი იტალიის დედაქალაქი იყო. დღეს ტურინი ცნობილია ავტოკონცერნ "ფიატი"-თ, უამრავი მუზეუმით, ელეგანტური მაღაზიებით და კარგი რესტორნებით. 2006 წელს ტურინმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

№6 ვერონა
თავისთავად ცხადია ვერონა მთელს მსოფლიოცი ცნობად ქალაქად გახადა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"-მ. ამ პატარა ქალაქს დღეში ათასობით ტურისტი სტუმრობს იმ აივნის სანახავად სადაც ჯულიეტა იდგა.

№5 ნეაპოლი
ნეაპოლი სამხრეთ იტალიის ყველაზე დიდი ქალაქია. ქალაქიდან რამდენიმე მეტრში ულამაზესი ვულკანი ვეზუვია. ნეაპოლთან ახლოს ანტიკური ქალაქი პოპმეია, რომელიც  79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს განადგურდა. ნეაპოლი ასევე ცნობილია იმით რომ ადგილობრივ გუნდში თამაშობდა მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა.

ქალაქი ნეაპოლი. უკანა ხედზე ვულკანი ვეზუვი

№4 მილანი
მილანი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქალაქი. ის ცნობილია ძვირადღირებული მაღაზიებით და რესტორნებით. ქალაქი მილანი ითვლება მოდის დედაქალაქად. ასევე მილანში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ხნობილი და პოპულარული საოპერო თეატრი "ლა სკალა"

№3 ფლორენცია
თანამედროვე ფლორენციაში 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე იტალიის დედაქალაქ რომში. თუმცა ამის მიუხედევად შეგვიძლია ფლორენცია იტალიის კულტურულ დედაქალაქად მივიჩნიოთ. სწორედ ფლორენცია გახდა რენესანსის სამშობლო, ხოლო თანამედროვე იტალიური ენა ფლორენციულ-ტოსკანური დიალექტისგან წარმოიშვა. ქალაქში ძალიან ბევრი არქიტექტურული და კულტურული შედევრია თავმოყრილი. მათგან გამოსარჩევია: უფიცია გალერეა და აკადემია, პონტე ვეკიო, სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი და ა.შ.

№2 ვენეცია
ვენეცდია უნიკალური ქალაქია. ის აშენებულია კუნძულების არქიპელაგზე. ვენეციაში უამრავი ადგილია რომელიც ტურისტებს იზიდავს. ტურისტების რაოდენობით ვენეციას მხოლოდ იტალიის დედაქალაქი რომი თუ უწევს კონკურენციას.

ვენეცია - მსოფლიო შედევრი

№1 რომი
თანამედროვე იტალიის დედაქალაქი რომი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ისტორიული ქალაქი. ის ხიდია ეპოქებსა და კულტურებს შორის, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის თითოეულ ნაგებობაში შევიგრძნოთ ისტორიის სურნელი. ქრისტიანული სამყაროსთვის განსაკუთრებული ადგილი  - ვატიკანიც რომში მდებარეობს.


გადმოთარგმნილია www.blogoitaliano.com -დან

1 комментарий:

  1. PokerStars Casino Review & Bonus Code - JTM Hub
    Get the latest 이천 출장샵 PokerStars Casino sign-up bonus code for December 성남 출장안마 2021 밀양 출장안마 when you 양산 출장샵 sign up today! It includes 100% up 문경 출장샵 to $1000 and 100% bonus wager.

    ОтветитьУдалить