вторник, 12 июня 2012 г.

Bugatty Veyron


Bugatti Veyron — სუპერ სპორტული ავტომანქანა. წარმოადგენს ყველაზე სწრაფ საგზაო ავტომობილს, რომლის სიჩქარე უტოლდება 431.07 კმ/სთ.მანქანის თავდაპირველ ვერსიას აქვს 408.00 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე. აქ მოგითხრობთ თუ როგორ და ვის მიერ წარმოიშვა და ჩამოყალიბდა Bugatti Veyron ავტომობილების წარმოება
ეტორე ბუგატი დაიბადა მილანში, 1881 წლის 15 სექტემბერს. მისი მამა კარლო ბუგატი იყო ცნობილი მოქანდაკე, რომლის ნამუშევრები არაბული ზეგავლენით გამოირჩეოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.მილანის ხელოვნების აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ბუგატიმ მუშაობა დაიწყო კომოპანიაში Prinetti and stucci, რომელიც ველოსიპედებს აწარმოებდა. ის მაშინათვე დაინტერესდა ტრანსპორტის წარმოების ტექნოლოგიით, რომელიც ახალი გამოგონილი იყო და ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველმა დაუმატა ჩვეულებრივ სამთვლიან ველოსიპედს ძრავი, საუკუნის ბოლოს კი აქტიურად იღებდა მონაწილეობას რბოლებში თავისი შექმნილი ავომობილებით. 1901 წელს ბუგატიმ მილანში ჩატარებულ გამოფენაზე პირველად წარადგინა თავისი შექმნილი ავტომობილი.
მანქანის წარმოების ტექნოლოგია მან ძმები გულინელების დახმარებით შეიმუშავა და მიიღო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის ჯილდო “Type2” მისი არაჩვეულებრივი კონსტრუქციისთვის, მაგრამ ამ დროისთვის ბუგატი არასრულწლოვანი იყო და ლიცენზია ავტომანქანაზე გადაეცა კომპანიას დე de Dietrich-ს რომელთანაც ბუგატიმ კონტრაქტი გააფორმა.
კომპანია თანამშრომლობით უკმაყოფილო იყო, რადგან ბუგატი მცირე დროს უთმობდა მათ და დამოუკიდებლად მუშაობდა ამიტომაც კონტრაქტი გაუქმდა. შემდეგი რამდენიმე წელი ბუგატიმ იმუშაობა ემილ მატისთან ერთად და შექმნა ახალი მანქანის დიზაინი ოთხ ცილინდიარიანი ძრავით . მას მოგვიანებით მატისთანაც პრობლემები შეექმნა და მიხვდა რომ მხოლოდ მარტო თუ იმუშავდება, ყველანაირი კონტრაქტის მიერ შეზღუდული წესების გარეშე და დაიწყო დამოუკიდებად მუშაობა.
შემდეგი წლების განმავლობაში ის აქტიურად ხვეწდა მანქანების წარმოების მეთოდს. 1901 წელი, მილანი მოდელი Type2 1910 წელს ბუგატიმ აიღო სესხი ათი ავტოტმობილისა და ხუთი თვითმმფრინავების ძრავის გამოსაშვებად და საკუთარი ქარხანა გახსნა მოლშაიმში. ამ წლიდანვე დაიწყო ბუგატის ლეგენდარული წარმატებები ავტო რბოლებზე. ბუგატის ავტომობილით გამარჯვებული მძღოლები იყვნენ: ჟან პიერ ვიმილი, რობერტ ბენუა, პიერ ვეირონი 1911 წელს ბუგატის “მოდელი 10” გახდა საფრანგეთის გრან პრის დამსახურებული მეორე ადგილის მფლობელი. იგივე წელს ბუგატიმ ხელშეკრულება გააფორა Peugeot-თან და მათ ერთად გამოუშვეს Bebe peugeot ბუგატის “მოდელი 19”- ის ძრავით, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ავტომობილი გამოვიდა იგივე ძრავით. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბუგატი ამერიკისა და საფრანგეთის მთავრობების დაკვეთით აწარმოებდა თვითმფრინავების ძრავებს, რამაც გადაარჩინა კომპანია ფინანსური ზარალისგან და დაგროვილმა კაპიტალმა ხელი შეიუწყო მის შემდგომ განვითარებას, გაიზარდა პროდუქციის რიცხვი და ათასზე მეტი მუშახელი დასაქმდა.
ბუგატი ყოველთვის აკვირვებდა მომხმარებელს თავისი ავტომობილების სენსაციური დიზაინით. ლეგენდარული “მოდელი 29, 30” იყო პირველი 8 ცილინდრიანი ავტომობილი, რომელსაც უნიკალური, სიგარის ფორმის დიზაინი ჰქონდა. ის პირველად 1922 წლის ACF Grand Prix–ზე გამოსცადეს, მან მეორე ადგილი აიღო. ამის შემდეგ გამოუშვეს მოდელი სახელად: “Tank” რომელმაც რბოლაში მესამე ადგილი მოიპოვა.
1924 წელს ბუგატიმ კვლავ მოახერხა მაყურებლის გაოცება, მან გამოიყვანა შეჯიბრზე ავტომანქანა, იმ პერიოდითვის ტრადიციული დიზაინით მაგრამ ერთი განსხვავებული და ამავდროულად სენსაციური ნიშნით, ავტომობილს ამშვენებდა ეხლა უკვე ასე ცნობილი ალუმინის დისკებანი საბურავები. ეს იყო რვა ცილინრიანი, “მოდელი 35”, როელიც დღესაც კი ერთერ ყველზე წარმატებულ მანქანად ითვლება ისტორიაში, 2.000 მეტი გამარჯვებით. ბუგატის ოცნება იყო შეექმნა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და 1926 წელს მისი ოცნების ახდენაც შესძლო.
მან წარმოადგინა სრულიად ახალი მოდელი, რვა ცილინდრიანი ” Royale” რომელიც ავითარებდა 300 კილომეტრს საათში. ის დღევანდელი სტანარტებითაც კი ყველა დროის ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლება. მაგრამ სამწუხაროდ მოდელი შეიქმნა ისტორიის მანძილზე ყველაზე არახელსაყრელ პერიოდში, რადგან მსოფლიო დიდი დეპრესიის წინაშე იდგა. ამ ტიპის მხოლოდ სამი მანქანა გაიყიდა რამაც თითქმის დაანგრია ბუგატის კომოანია. მაგრამ ბუგატიმ ისევ მიიღო შეკვეთა საფრანგეთის მთავრობიდან, ეხლა უკვე ჩქაროსნულ მატარებელზე რამაც კომპანია მეორედ იხსნა ფინანსრური ზარალისგან. ოცდაათიან წელბში ყველაზე პოპულარული ბუგატის პროდუქციიდან იყო ბუგატის “მოდელი 57”, გაყიდული ნაწარმს რაოდენობა 750 ცალს აღემატებოდა.
1936 მოლშაიმის ქარხნის მუშები გაიფიცნენ, ისინი უკეთეს პირობებსა და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ. ეტორე ბუგატი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა თავის მუშახელთან ძლიერ გაკვივებული დარჩა შექმნილი სიტუაციით და დარწმუნებული იყო რომ მასობრივი გაფიცვა ქარხნის გარედან იყო ინსპირირებული. ამ შემთხვევის შემდეგ ის სამუდამოდ გამოეყო სამუშაო კოლექტივს და თითქმის ყოველთვის მათგან დამოუკიდებლად მუშაობდა, ამ დღის შემდეგ ის მეგობრული და კეთილგანწყობილი ატმოსფერო რაც ადრე სუფევდა ქარხანაში სამუდამოდ გაქრა.
1939 წელს “მოდელი 57” G Tank ის გამოცდის დროს გარდაიცვალაბუგატის შვილი ჟან ბუგატი. ამას დართო მეორე მსოფლიო ომიც რამაც ქარხნის მუშაობა თითქმის შეწყვიტა. ომის დამთავრების შემდეგ ეტორე ბუგატის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ხელახლა აემუშავებინა მოლშაიმის ქარხანა, მაგრამ მას ფინანსური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ტორე ბუგატი გარდაიცვალა 1947 წელს პარიზის საავადმყოფოში. ბოლო ავტომობილი რომლის შექმნაზეც ბუგატი მუშაობდა იყო “მოდელი 73 “. ის წარმოდგინლ იქნა პარიზის ავტო შოუზე 1947 წელს, ბუგატის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე.
ეტორე ბუგატის ცხოვრების პერიოდში ბუგატის მარკის 7.900 ზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. . ორმოცდაათიან წლებში მოლშაიმის ქარხანამ გამოუშვა ახალი “მოდელი 101” რომელიც ძალიან ჰგავდა “მოდელ 57”-ს. მაგრამ ის არ გამოირჩეოდა არც თანამედროვე დიზაინითა და არც ტექნოლოგიური მიღწევებით, ამიტომ ის სცნეს იმ დროისთვის უკვე მოძველებული სტილის ავტომობილად. 1963 წელს ბუგატის ქარხანა გაიყიდა, ის შეიძინა კომპანიამ Hispano Suiza, ოთხმოციან წლამდე კომოანია თითქმის არ უშვებდა ავტომობილებს ოთხმოციან წლებში კი ბუგატის სახელი კვლავ აღმოცენდა და წარმოადგინა ყველაზე სწრაფი და დახვეწილი ავტომობილი, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო იმ პერიოდში კლასიკური ტიპის ავტომობილებისგან, ამ მოდელს არ გააჩნდა კონკურენტი.
ეს იყო Bugatti EB 110. და მისი სპორტული მოდიფიკაცია BუგატტიBugatti 110 S. ხოლო 1993 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი EB112 1999 წელს მარკა ბუგატი შეისყიდა კონცერნმა VW, პირველი ავტომობილი რომელიც მათ მომხმაებელს წარუდგინეს იყო მინაპლასტუკური EB 118რომლის დიზაინის ავტორიც ფაბრიციო ჯუჯარო იყო. ამავე წელს ჟენევის ავტო შოუზე შედგა ახალი AUDI-ს მიერ შემუშავებული EB 218. ბუგატის შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ბუგატი EB 18/3 CHIRON (ფრანკფურტი 1999 წელი) რომლის სახელიც გამოჩენილ ფრანგ ავტომრბოლელს უკავშირდება.
ეს ავტომობილი მნიშვნელოვან სენსაციად იქცა მაქსიამლური სიჩქარით 300 კმ/სთ. ერთი თვის შემდეგ ტოკიოში VW-მა წარმოადგინა ახალი სუპერ მანქანა ბუგატის სახით EB 18/4 Veyron რომლის სახელიც ასევ ბუგატის ავტომრბოლელს უკავშირდება. დიზაინზე იზრუნა VW ის დიზაინ ცემნტრმა, ჰარმუტა ვარკუსის ხელმძღვანელობით. ასევე აღსანიშვანია ის ფაქტიც რომ ბუგატის მარკა დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან სწორედ ქართული “ციკოლია დიზაინის” მიერ შემუშავებული მოდელი იყო წარმოდგენილი ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე 1997 წელს. მიუხედავად იმისა რომ ბუგატის რთული ბედი ხვდა წილად და მისი განვითარების ისტორია დაბრკოლებებით იყო აღსავსე, ბუგატის საელი კვლავაც ცოცხალია და ყოველთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია რომლის ლეგენდაც მე 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება…

Комментариев нет:

Отправить комментарий